Saturday, November 6, 2010

ასწლოვანი მატიანე


მარინა   ნიქაბაძე


1. პროექტის სახელი: ასწლოვანი მატიანე                                                                                      2.  პროექტის მოკლე აღწერა:                                                                                                                      მოსწავლეები წერენ საკუთარი სკოლის მატიანეს, უვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები,ესაუბრებიან ყოფილ და ახლანდელ დირექტორებს,მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ინტერვიუებს იღებენ მათგან, განსაკუთრებით იმ კურსდამთავრე-ბულებისაგან, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ სკოლის პირველ დამაარსებლის ისტორიას, არკვევენ რამდენ სართულიანი და როგორი იყო სკოლა,რამდენკლასიანი იყო პირველად და სად მდებარეობდა, ვინ იყვნენ პირველი მასწავლებლები, საიდან იყვნენ მოწვეულნი, რა ძირითადი დისციპლინები ისწავლებოდა, რას ასწავლიდა თვითონ დამაარსებელი, როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რა რეორგანიზაცია განიცადა და რომელ წალმდე იარსება, ვინ იყვნენ მისი პირველი დირექტორი,სასწავლო ნაწილი, მასწავლებლები და მოსაწავლეები, სკოლის ცხოვრება ომისა და ომის შემდგომ პერიოდში, პედკოლექტივისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის დახმარება ფრონტს, პედაგოგებისა და მოსწავლეთა წარმატებები, სკოლის თანამშრომლობა სხვა სკოლებთან.
4. მოსწავლეთა ასაკი: შეუზღუდავი
5. ვადები/ხანგრძლივობა/: ერთი სასწავლო წელი
6. პროექტის    შესაძლო აქტივობები: დისკუსია მოძიებულ მასალებზე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/: ბავშვები ამზადებენ ფოტოალბომს, სტენდებს, სკოლის არქივს, შეისწავლიან და გაიღრმავებენ ცოდნას თავიანთი სკოლის შესახებ
8. სარგებელი სხვებისათვის: უკეთ გაიცნობენ საქართველოს ასაკოვან სკოლებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან /საგანთა ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული-გეოგრაფია-ისტიორია-ხელოვნება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
12. პროექტის შემქმნელის სახელი: მარინა ნიქაბაძე.
13. პროექტის შემქმნელის ელ-ფოსტა: m.nikzbadze50 @ gmail.com
14.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი/:mnikabadze50.blogspot.com
                                                                                                      

No comments:

Post a Comment