1. პროექტის სახელი: თეატრი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ქალაქის, (რაიონის, სოფლის) თეატრალურ ისტორიას, უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები გამოიკვლევენ მრავალი საზოგადო მოღვაწის, ხელოვანის, მსახიობის, მწერლის, პოეტისა და მხატვრის წარსულს. მოიძევენ და ინტერვიუს აიღებენ იმ გამოჩენილ მოღვაწეთა ახლობლებისა თუ ოჯახის წევრებისაგან, რომლებმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს თეატრალურ ცხოვრებაში. მოიძევენ მასალებს თეატრალურ წარსულზე, რომელ წელს აიგო დღეს არქიტექტურულ მემკვიდრეობად ქცეული თეატრების შენობები, ვისი სახელობისაა და რა ისტორიის მატარებელია თითოეული მათგანი.3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეების ყურადღება გადატანილი იქნება, მრავალფეროვან და მრავალმხრივ მდიდარ თეატრალურ წარსულზე.
გაარკვევენ რომელი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრება უკავშირდება ამ ისტორიას, შეისწავლიან ქალაქის /რაიონის / საგანმანათლებლო და თეატრალურ წარსულს.მოიპოვებენ მასალებს მის წარსულსა და აწმყოზე.
4.მოსწავლეთა ასაკი:შეუზღუდავი
5.ვადები /ხანგრძლივობა/:ერთი სასწავლო წელი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები/ რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ამზადებენ ბუკლეტებს, მოიძევენ სურათებს,გააკეთებენ ფოტოალბომს, შეისწავლიან და გაიღრმავებენ ცოდნას რეგიონის თეატრალურ წარსულზე.
8.სარგებელი სხვებისათვის:უკეთგაიცნობენ თეატრის ისტორიას.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგანათა ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული-გეოგრაფია,ისტორია-ხელოვნება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის შემქმნელის სახელი:მარინა ნიქაბაძე.
13.პროექტის შემქმნელის ელ-ფოსტა:m.nikabadze50@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mnikabadze50.blogspot.com
.jpg)

.jpg)
No comments:
Post a Comment